თანხის დაბრუნების პოლიტიკა

Majestic New York-ში გვჯერა, რომ ჩვენს სამკაულს თქვენც ისევე შეიყვარებთ, როგორც ჩვენ. თუმცა, თუ რაიმე მიზეზით შეძენილი ნივთით სრულად კმაყოფილი არ ხართ, მზად ვართ დაგეხმაროთ.

1. დაბრუნება

  • ონლაინ შეძენილი ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • დაბრუნებისთვის ნივთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
    • შეძენილი უნდა იყოს ონლაინ, ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით;
    • არ უნდა იყოს ნახმარი ან გამოყენებული;
    • უნდა იყოს იმავე მდგომარეობაში, როგორშიც მიიღეთ;
    • წარმოდგენილი უნდა იყოს ორიგინალ შეფუთვაში, შესაბამისი დოკუმენტებით.
  • ბუნებრივი ბრილიანტის შემცველი სამკაულები დაბრუნებასა და შეცვლას არ ექვემდებარება.
  • ლაბორატორიულად შექმნილი ბრილიანტის შემცველი სამკაულების დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ნივთი არ არის ნახმარი ან დაზიანებული და წარმოდგენილია ორიგინალ სერტიფიკათსა და შეფუთვასთან ერთად) შეფუთვაში.
  • განსაზღვრულ ვადაში დაბრუნებული ნივთის ღირებულება მომხმარებელს უბრუნდება სასაჩუქრე ბარათზე დარიცხული ბალანსის სახით, რომლის გამოყენება 1 წლის ვადაში არის შესაძლებელი.

  • ონლაინ შეძენილი ნივთის დაბრუნების შემთხვევაში, მომხმარებელს უბრუნდება თანხა შეთანხმებულ ანგარიშზე. აღნიშნული პირობა არ ვრცელდება ონლაინ ინვოისით შესრულებულ გადახდებზე.

  • დაბრუნებული თანხის ასახვის პერიოდია 3-5 სამუშაო დღე. ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ან პერსონალიზებული სამკაული დაბრუნებასა და თანხის ანაზღაურებას არ ექვემდებარება. პერსონალიზებულ სამკაულში იგულისმება კორექტირებული ბეჭედი (გრავირება, ზომის ცვლილება, ა.შ)

  • დაბრუნებული თანხის ასახვის პერიოდია 3-5 სამუშაო დღე.
  • ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ან პერსონალიზებული სამკაული დაბრუნებასა და თანხის ანაზღაურებას არ ექვემდებარება. პერსონალიზებულ სამკაულში იგულისმება კორექტირებული ბეჭედი (გრავირება, ზომის ცვლილება, ა.შ)
  • დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯებს ფარავს მომხმარებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეძენილი ნივთი დეფექტური ან შეკვეთისგან განსხვავებულია.

2. ნივთები, რომლებიც დაბრუნებას არ ექვემდებარება

შემდეგი ნივთების დაბრუნება და მათზე თანხის ანაზღაურება შეუძლებელია:

  • ჩვენს მაღაზიაში/შოურუმში შეძენილი სამკაული; თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სასაჩქურე ბარათზე დარიცხული ბალანსის სახით.
  • ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ან პერსონალიზებული სამკაული;
  • ნივთები, რომელთა ზომაც შეიცვალა;
  • ფასდაკლებული ან სპეციალური გაყიდვის ფარგლებში შეძენილი ნივთები;
  • სასაჩუქრე ბარათები.

 

3. თანხის დაბრუნება

  • დაბრუნებული ნივთის მიღებისა და შემოწმების შემდეგ, შედეგის შესახებ შეგატყობინებთ ელფოსტის საშუალებით.
  • მიწოდების საფასური ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

4. ნივთის გაცვლა

  • ნივთის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დეფექტური, დაზიანებული ან შეკვეთისგან განსხვავებულია.
  • თუ გსურთ ნივთის შეცვლა, გთხოვთ, მის გამოგზავნამდე დაგვიკავშირდეთ.

5. დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯები

  • დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯებს ფარავს მომხმარებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიღებული ნივთი დეფექტური ან შეკვეთისგან განსხვავებულია.
  • გირჩევთ, დაბრუნებისას ისარგებლოთ გზავნილის თრექინგის შესაძლებლობის მქონე საკურიერო მომსახურებით, რადგან დაბრუნებული ნივთის მიღების გარანტიას ვერ მოგცემთ.

6. დაგვიკავშირდით

დაბრუნებასთან ან თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: contact@majestic-ny.com