მომსახურების პირობები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Majestic New York-ში. ჩვენს ვებგვერდზე შესვლით ან პროდუქტის შეძენით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ მომსახურების პირობებს. გთხოვთ, ვებგვერდით სარგებლობამდე ყურადღებით გაეცნოთ მათ.

1. ზოგადი პირობები

  • ჩვენს ვებგვერდზე ვიზიტით ან პროდუქტის შეძენით თქვენ სარგებლობთ ჩვენი „მომსახურებით“ და ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების პირობებს.
  • ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით უარი ვთქვათ მომსახურების გაწევაზე.
  • ვებგვერდით დამოუკიდებლად სარგებლობისთვის უნდა იყოთ მინიმუმ 18 წლის, წინააღმდეგ შემთხვევაში ვებგვერდით უნდა სარგებლობდეთ მშობლის ან კანონიერი მეურვის ზედამხედველობით.

2. პროდუქტები და მომსახურება

  • ჩვენ გთავაზობთ სამკაულებს, მათ შორის ბეჭდებს, სამაჯურებს, ყელსაბამებსა და საყურეებს.
  • პროდუქტის აღწერა, ფასი და ხელმისაწვდომობა შესაძლოა შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.
  • ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, პროდუქტის ვიზუალური გამოსახულება და დეტალები ზუსტად იყოს წარმოდგენილი, თუმცა ფერები და გარკვეული დეტალები შესაძლოა განსხვავდებოდეს თქვენი ეკრანის პარამეტრების მიხედვით.

3. შეკვეთები და გადახდა

  • შეკვეთის განთავსებით თქვენ ადასტურებთ, რომ მოგვაწვდით აქტუალურ, სრულ და ზუსტ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია შესყიდვისთვის.
  • ყველა ფასი მითითებულია აშშ დოლარში (USD), თუ სხვაგვარად არ არის აღნიშნული.
  • ჩვენ ვიღებთ ძირითად საკრედიტო ბარათებსა და შეკვეთის გაფორმებისას შეთავაზებულ სხვა გადახდის მეთოდებს.
  • ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავაუქმოთ ან უარი ვთქვათ შეკვეთის შესრულებაზე ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა პროდუქტის ხელმისაწვდომობა, ფასის მითითების შეცდომა ან თაღლითობის საფუძვლიანი ეჭვი.

4. მიწოდება

  • შეკვეთების დამუშავება ხდება შეძენიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • მიწოდების ვადა დამოკიდებულია თქვენს ადგილმდებარეობასა და არჩეულ მიწოდების მეთოდზე.
  • ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი საკურიერო კომპანიის, საბაჟო პროცედურების ან ჩვენი კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების შედეგად გამოწვეულ შეფერხებებზე.

5. დაბრუნება და შეცვლა

  • ბუნებრივი ბრილიანტის შემცველი სამკაულები დაბრუნებასა და შეცვლას არ ექვემდებარება.
  • ლაბორატორიულად შექმნილი ბრილიანტის შემცველი სამკაულების დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ნივთი არ არის ნახმარი ან დაზიანებული და წარმოდგენილია ორიგინალ სერტიფიკათსა და შეფუთვასთან ერთად) შეფუთვაში.
  • განსაზღვრულ ვადაში დაბრუნებული ნივთის ღირებულება მომხმარებელს უბრუნდება სასაჩუქრე ბარათზე დარიცხული ბალანსის სახით, რომლის გამოყენება 1 წლის ვადაში არის შესაძლებელი.

  • ონლაინ შეძენილი ნივთის დაბრუნების შემთხვევაში, მომხმარებელს უბრუნდება თანხა შეთანხმებულ ანგარიშზე. აღნიშნული პირობა არ ვრცელდება ონლაინ ინვოისით შესრულებულ გადახდებზე.

  • დაბრუნებული თანხის ასახვის პერიოდია 3-5 სამუშაო დღე. ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ან პერსონალიზებული სამკაული დაბრუნებასა და თანხის ანაზღაურებას არ ექვემდებარება. პერსონალიზებულ სამკაულში იგულისმება კორექტირებული ბეჭედი (გრავირება, ზომის ცვლილება, ა.შ)

  • დაბრუნებული თანხის ასახვის პერიოდია 3-5 სამუშაო დღე.
  • ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ან პერსონალიზებული სამკაული დაბრუნებასა და თანხის ანაზღაურებას არ ექვემდებარება. პერსონალიზებულ სამკაულში იგულისმება კორექტირებული ბეჭედი (გრავირება, ზომის ცვლილება, ა.შ)
  • დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯებს ფარავს მომხმარებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეძენილი ნივთი დეფექტური ან შეკვეთისგან განსხვავებულია.

6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

  • Majestic New York არ არის პასუხისმგებელი ჩვენი პროდუქტის ან ვებგვერდის გამოყენების შედეგად წარმოშობილ ზიანზე, დანაკარგზე ან დაზიანებაზე.
  • ჩვენი პასუხისმგებლობა შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში.

7. ინტელექტუალური საკუთრება

  • ვებგვერდზე განთავსებული ყველა მასალა, მათ შორის ლოგოები, ფოტოები, პროდუქტის აღწერები და დიზაინები, წარმოადგენს Majestic NY-ის საკუთრებას და მათი კოპირება, რეპროდუცირება ან სხვა ფორმით გამოყენება ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია.

8. საგარანტიო პოლიტიკა

Majestic New York-ში თითოეული სამკაული განსაკუთრებული სიზუსტითა და ყურადღებით იქმნება სერტიფიცირებული ბრილიანტებისა და მაღალი ხარისხის მასალების გამოყენებით. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი სამკაულების ხარისხზე.

1-წლიანი გარანტია

Majestic-ის ყველა სამკაულზე ვრცელდება 1-წლიანი გარანტია შეძენის დღიდან, რომელიც მოიცავს:

  • ზომის უფასო კორექტირებას, დიზაინის ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით;
  • საწარმოო დეფექტებით გამოწვეულ შეკეთებას;
  • ქვის დამაგრების გამყარებას, თუ მისი მოშვება გამოწვეულია დამზადების პროცესთან დაკავშირებული ხარვეზით.

რას მოიცავს გარანტია

გარანტია ვრცელდება:

  • მასალის ან დამზადების პროცესში წარმოქმნილ საწარმოო დეფექტებზე;
  • სამკაულის დამაგრების კონსტრუქციულ ხარვეზებზე;
  • საწარმოო ხარვეზით გამოწვეულ ქვის მოშვებაზე.

რას არ მოიცავს გარანტია

გარანტია არ ვრცელდება:

  • ბუნებრივი გამოყენების შედეგად წარმოქმნილ ცვეთაზე, მათ შორის ნაკაწრებზე, ჩაღრმავებებსა და ფერის ცვლილებაზე;
  • დარტყმით, არასათანადო გამოყენებით ან უბედური შემთხვევით გამოწვეულ დაზიანებაზე;
  • ქვის ან თავად სამკაულის დაკარგვაზე;
  • არაავტორიზებული/გარეშე პირის მიერ განხორციელებულ შეკეთებაზე ან მოდიფიკაციაზე.

ზომის კორექტირების პოლიტიკა

შეძენიდან პირველი წლის განმავლობაში გთავაზობთ ერთჯერად უფასო ზომის კორექტირებას, თუ სამკაულის დიზაინი ამის შესაძლებლობას იძლევა — 0.5-დან 1 ზომამდე გაზრდით ან შემცირებით.

ზოგიერთი დიზაინის, მაგალითად, eternity ტიპის ბეჭდებისა და რთული pavé დიზაინების ზომის შეცვლა შესაძლოა ტექნიკურად შეუძლებელი იყოს.

შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი და სერტიფიკატი

გარანტიით სარგებლობისთვის აუცილებელია შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარმოდგენა.

სერტიფიცირებული ბრილიანტების შემთხვევაში, გარკვეული მომსახურების მისაღებად შესაძლოა საჭირო გახდეს IGI-ის ან GIA-ს ორიგინალი სერტიფიკატის წარმოდგენა.

როგორ ვისარგებლოთ საგარანტიო მომსახურებით

შეკეთების ან ზომის კორექტირების მოთხოვნისთვის:

  • დაგვიკავშირდით და მოგვაწოდეთ თქვენი შეკვეთის დეტალები;
  • ჩვენი გუნდი შეაფასებს სამკაულის მდგომარეობას;
  • თუ მოთხოვნილი მომსახურება გარანტიის პირობებში ექცევა, ის უსასყიდლოდ შესრულდება.

ტრანსპორტირების ხარჯები შესაძლოა დამატებით იყოს გადასახდელი.

1-წლიანი საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგ

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ. საგარანტიო პერიოდის დასრულების შემდეგ შეკეთებისა და ზომის კორექტირების მომსახურება ხელმისაწვდომია დამატებითი საფასურის სანაცვლოდ.

რეკომენდაცია სამკაულის მოვლის შესახებ

ძვირფასი სამკაული თავისი ბუნებით დელიკატურია. მისი სილამაზისა და მდგომარეობის შესანარჩუნებლად გირჩევთ, მოიხსნათ სამკაული სპორტული ან ინტენსიური ფიზიკური აქტივობის დროს, ასევე ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტისას.


9. კონფიდენციალურობის პოლიტიკა

  • მაღაზიის მეშვეობით თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაციის დამუშავება რეგულირდება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით.

10. პირობებში ცვლილებების შეტანა

  • ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს განვაახლოთ ან შევცვალოთ წინამდებარე მომსახურების პირობები. განახლებების გასაცნობად მომხმარებლის პასუხისმგებლობაა, პერიოდულად გადაამოწმოს აღნიშნული გვერდი.

11. საკონტაქტო ინფორმაცია

მომსახურების პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: contact@majestic-ny.com